loader

არასამთავრობოებმა აშშ-ის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასამთავრობოებმა აშშ-ის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე ძალისმიერი ქმედების განხორციელება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სპეციალური ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები და უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: "საზოგადოებრივი აზრი", "ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსი" და "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა".