loader

82 წლის რუსი ბებო პუტინს მეტსახელით მოიხსენიებს და ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

82 წლის რუსი ბებო პუტინს მეტსახელით მოიხსენიებს და ემუქრება

უკრაინულ სოციალურ ქსელებში პოპულარულია ვიდეო, სადაც რუსი მოხუცი ქალბატონი პუტინსა და მის რეჟიმზე საუბრობს. მოხუცის თქმით, რეჟიმი, რომელიც პუტინმა რუსეთში დაამკვიდრა, საშინელი და არაადამიანურია, თავად პუტინი კი ჭკვიანი და ცბიერია, იცის ხალხი როგორ მოატყუოს. "ის ხალხს ტვინს აცლის, რათა ვერ იაზროვნონ. და ეს ყველაზე საშიშია. ის საშიში ადამიანია და მის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო", - ამბობს მოხუცი.

მისი აზრით, ძალაუფლება ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. მოხუცი ხაზს უსვამს, რომ უკვე 82 წლისაა და ქართველი ქმარი ყავდა - ცაავა. პუტინს ის მეტსახელით მიმართავს: "პუტია" და ოცნებობს იცოცხლოს იმ დრომდე, როდესაც მისი რეჟიმი დაემხობა. ვიდეო, სავარაუდოდ, 2012 წელს, მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ ანტისამთავრობო მიტინგზეა გადაღებული - კადრში დროდადრო ჩანან რუსი სამართალდამცველები, რომლებიც შეკრებილ მომიტინგეებს აკავებენ. მოხუცი მომიტინგეებს "თავისებად" და მეგობრებად მოიხსენიებს და მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი არიან, პუტინს ერთგვარ მუქარასაც უთვლის: "პუტია, დაიმახსოვრე: მალე ჩვენ მილიონები ვიქნებით!"