loader

8 წლის ბიჭუნამ ნაპოვნი 20 დოლარი აჩუქა ჯარისკაცს, რომელმაც დაღუპული მამა მოაგონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 წლის ბიჭუნამ ნაპოვნი 20 დოლარი აჩუქა ჯარისკაცს, რომელმაც დაღუპული მამა მოაგონა

8 წლის ბიჭუნამ ნაპოვნი 20-დოლარიანი გადასცა ჯარისკაცს, რომელმაც მას გარდაცვლილი მამა მოაგონა. ოჰაიოში მცხოვრებმა მაილს ეკერტმა ფულს გულისამაჩუყებელი წერილიც დაურთო.

"ძვირფასო ჯარისკაცო, მამაჩემიც ჯარისკაცი იყო. ახლა ის სამოთხეშია. ეს 20 დოლარი მანქანის სადგომთან ვიპოვე. ჩვენი ოჯახის სახელით, მინდა სიკეთე გავაკეთო მისთვის, ვინც ჩვენთვის სიკეთეს აკეთებს. დღეს შენი იღბლიანი დღეა. მადლობა სამსახურისთვის. მაილს ეკერტი".

მაილსის მამა, სერჟანტი ენდი ეკერტი, ერაყში დაიღუპა, მაშინ, როდესაც მაილსი 5 კვირის იყო.