loader

ფანჯიკიძე: "ევროკავშირის იმედი გვაქვს, რომ აგვაცილებენ საფრთხეებს, რომლის წინაშეც უკრაინა დადგა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფანჯიკიძე: "ევროკავშირის იმედი გვაქვს, რომ აგვაცილებენ საფრთხეებს, რომლის წინაშეც უკრაინა დადგა"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იმ გამოცდილებიდან, რომელიც ქვეყანას აქვს და რომელსაც უკრაინაში ვუყურებთ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან საქართველოზე მოსალოდნელია გაძლიერებული ზეწოლა. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე, რუსეთმა განაახლა მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

"გვეცოდინება, თუ რას უნდა ველოდოთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერის, ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი, რომ აგვაცილებენ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დადგა უკრაინა და რომლის წინაშეც შეიძლება სხვა დადგეს. ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ ამ საფრთხეებს და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ მათ თავიდან აცილებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.