loader

გმადლობთ, მადლობთ თუ მადლობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გმადლობთ, მადლობთ თუ მადლობა?

ყოველდღიურ მეტყველებაში, პრესასა თუ ტელევიზიაში ხშირად შეცდომით ვიყენებთ ყველაზე გავრცელებულ ფრაზებს, თანაც ისე, რომ მათი სწორი ფორმა არც კი ვიცით. მაგალითად, რომელია სწორი ფორმა: მადლობა, გმადლობთ თუ მადლობთ?

ფილოლოგები გვირჩევენ: "თუკი დიალოგია ორ ადამიანს შორის და მადლიერების გამოხატვის მოსურნე მიმართავს ადრესატს, უკეთესია, თუ გამოიყენებს სიტყვას "გმადლობთ". რაც შეეხება დამოუკიდებლად, აბსტრაქტულ ფორმას - უმჯობესია თუკი ადამიანები იტყვიან "დიდი მადლობა" და არა "მადლობა" - ამბობს პროფესორი მანანა ტაბიძე.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გოგი გოგოლაშვილი კი გვირჩევს - მიმართვის დროს გამოვიყენოთ "დიდი მადლობა", ასევე, მადლობაც. მაგრამ მისი თქმით, თუ ზმნურ ფორმას მოვიშველიებთ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ "გმადლობთ" და არა "მადლობთ".