loader

დონეცკში მასობრივი შეტაკებები დაიწყო: არიან დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში მასობრივი შეტაკებები დაიწყო: არიან დაშავებულები

დონეცკში ანტისაომარი და პრორუსული მიტინგების მონაწილეებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ერთმანეთს ერთდროულად 400-მდე ადამიანი ურტყამდა. ჟურნალისტების შეფასებით, ინციდენტი პრორუსული აქციის მონაწილეებმა წამოიწყეს. ჩხუბის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზის ბალონებსაც იყენებდნენ.
დონეცკში დღეს ხუთიათასკაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ყირიმში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდნენ. მათი აქციის პარალელურად, პრორუსული ძალების ორიათასკაციანი აქციაც მიმდინარეობდა. ჩხუბი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს.

იხილეთ ასევე: რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს ქერჩში იარაღის დაყრა მოსთხოვეს