loader

"გვიშველეთ, დედას ჩვენი დახოცვა უნდა" - ორსულმა ქალმა შვილები ოკეანეში მანქანით შეიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვიშველეთ, დედას ჩვენი დახოცვა უნდა" - ორსულმა ქალმა შვილები ოკეანეში მანქანით შეიყვანა

"გვიშველეთ, დედა ჩვენ დახოცვას ცდილობს", - განწირული ხმით ყვიროდა პატარა ბავშვი, როდესაც ორსული ქალი, 32 წლის ებონი უილკერსონი, მანქანაში მყოფი სამი შვილით, ფლორიდის სანაპიროზე, ოკეანეში შევიდა. ყვირილის ხმა იქვე მყოფმა სატვირთოს მძღოლმა, ყოფილმა მეხანძრემ ტიმ ტესენერმა გაიგონა და მანქანას მივარდა. მას სხვებიც დაეხმარნენ და ერთობლივი ძალებით 3 და 9 წლის ორი გოგონა და 10 წლის ბიჭი უსაფრთხოდ გამოიყვანეს ტალღებიდან.

ბავშვები სერიოზულად არ დაშავებულან, თუმცა ისინი გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ებონის დის განცხადებით, შემთხვევამდე ორი საათით ადრე ორსული ქალი უცნაურად იქცეოდა და სანამ სახლიდან გავიდოდა, დემონებზე ლაპარაკობდა. პოლიციის განცხადებით, ებონის ეშინოდა, რომ ყოფილი ქმარი იპოვიდა და ბავშვებს რაიმეს დაუშავებდა. ქალი ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაში შემოწმებებს გადის.