loader

"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" - არასამთავრობოების კამპანია უკანონო მოსმენების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" - არასამთავრობოების კამპანია უკანონო მოსმენების წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა დაიწყო კამპანია - "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია - "ეს შენ გეხება" იწყება. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა განახლებული კამპანიის შესახებ დღეს განაცხადა.

ორგანიზატორების თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან, მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრი", "ფონდი ლიბერალური აკადემია", "საქართველოს ეროვნული პლატფორმა", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და სხვები.