loader

მოქალაქეებს დოკუმენტების მიღება სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეებს დოკუმენტების მიღება სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათ

სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ახალი ონლაინ-მომსახურებით, მოქალაქეები დოკუმენტებს სახლიდან გაუსვლელად, სპეციალური მოწყობილობების საშუალებით მიიღებენ.

ახალი სერვისის პრეზენტაცია იუსტიციის სახლში სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან სამადაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ლომიძემ გამართეს. ადგილზე მომსახურების სერვისის მიღება შესაძლებელია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში.