loader

ბუდაპეშტის ქუჩაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუდაპეშტის ქუჩაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ

ბუდაპეშტის ქუჩაზე, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს.

ამ ტერიტორიაზე მშენებლობას თურქული კომპანია "ბოსფორ სთორ ჯორჯია" აწარმოებს. მოქალაქეების ინფორმაციით, ამ ადგილას მრავალსართულიანი სახლი უნდა აშენდეს. სწორედ ამ მშენებლობის გამო დაიწყეს ხეების ჩეხვა.

ადგილზე იმყოფებოდა "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებების აღკვეთა ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს.