loader

ინოვაციური ელექტრომობილები და ქართულად ამეტყველებული იაპონიის ელჩი - "მიცუბიში მოტორს კორპორაციის" საჩუქარი ეკონომიკის სამინისტროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინოვაციური ელექტრომობილები და ქართულად ამეტყველებული იაპონიის ელჩი - "მიცუბიში მოტორს კორპორაციის" საჩუქარი ეკონომიკის სამინისტროს

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მიცუბიში მოტორს კორპორაციამ" ხუთი ინოვაციური ელექტრომობილი I-Miev გადასცა. ელექტრომობილების გადაცემის ოფიციალური ცერემონია "მიცუბიში მოტორს ჯორჯიას" თბილისის ავტოსალონში გაიმართა.

ღონისძიებას "მიცუბიში მოტორს კორპორაციის" ევროპა-მცირე აზია-აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი ტაცია კაჯი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.