loader

რა ხდებოდა ღამით ღურტაში - ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ღამით ღურტაში - ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა

ხულოს რაიონის ხუთი სოფლის - ღურტას, დიდაჭარის, დიაკონიძეების, პაქსაძეებისა და გელაძეების მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხააბძეს შორის მოლაპარაკება შედგა.

წუხელ, გვიან ღამით, 03:00 საათზე მთავრობის თავმჯდომარემ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ შეკრებილი მოსახლეობა მოინახულა. ღურტელების განცხადებით, აჭარის მთავრობასა და მოსახლეობას შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზარალზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოსახლეობა სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს.

აქციის მონაწილეები გვიან ღამით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაიშალნენ. მთავრობასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებების დროს აქციის მონაწილეებთან არასამთავრობო ორგანიზაციების "დემოკრატიის ინსტიტუტის" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრები იმყოფებოდნენ. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში.

ხუთი სოფლის მოსახლეობა ნორვეგიული კომპანიის, "ქლინ ენერჯი ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ჰესის მშენებლობის ფარგლებში გვირაბის აშენებას აპროტესტებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ გვირაბის მშენებლობა მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს და მოსახლეობას ზიანი მიადგება.

ასევე იხილეთ: დაპირისპირება ღურტას მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის - ექსკლუზიური კადრები