loader

რა საკითხებს განიხილავს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საკითხებს განიხილავს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს და მასზე პოლიტსაბჭოს წევრები მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, პოლიტსაბჭოს სხდომები მით უფრო ხშირად გაიმართება.

უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, გარდა არჩევნებისა, პოლიტსაბჭოს სხდომის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება უკრაინა. როგორც მან აღნიშნა, ასევე იქნება განხილული ყველა დეტალი, რაც კი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მათ შორის, კანდიდატები და სხვ.