loader

"საქმე გვაქვს ვირუსულ დაავადებასთან ბათუმში" - როგორ პასუხობს მურმან დუმბაძე ბრალდებებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე გვაქვს ვირუსულ დაავადებასთან ბათუმში" - როგორ პასუხობს მურმან დუმბაძე ბრალდებებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე მის მიერ მერაბ ღოღობერიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას კატეგორიულად უარყოფს.

დუმბაძის განცხადებით, ღოღობერიძე შეურაცხადია და პირადად მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში უშლის ხელს.

მისივე თქმით, ის პირადად "ფეისბუქს" იშვიათად ნახულობს, თუმცა უთხრეს, რომ ღოღობერიძის მიერ მისი მისამართით ადგილი ჰქონდა დედის გინებას. "საკანონმდებლო ხარვეზია, მესმის, რომ ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ დედის გინება მოუთმენელია. ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, რომ ის, ვინც დედას შეგაგინებს, პასუხი აუცილებლად გაეცი", - აღნიშნა დუმბაძემ.

შეგახსენებთ, ხელვაჩაურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის "თავისუფალი საქართველოს" სიის პირველი ნომერი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

იხილეთ: "გადმოვიდა დედის გინებით" - მურმან დუმბაძეს და მის ძმას შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ