loader

გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო ჯაბა სამუშია თბილისის მერიას საბოტაჟში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო ჯაბა სამუშია თბილისის მერიას საბოტაჟში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო მერიას საბოტაჟში ადანაშაულებს.

სამუშია ვახუშტის ხიდის მახლობლად, ქუთაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის საფარი მძიმე მდგომარეობაშია და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მერიამ საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერები მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გამოაცხადა, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.როგორც სამუშიამ აღნიშნა, ტენდერების გამოცხადება ნიშნავს, რომ მერიას საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხები ბიუჯეტის 1/12 ხარჯვის პირობებშიც გააჩნდა. მისივე განმარტებით, მერია სამუშაოებს "ხელოვნურად აჯანჯლებს".

იხილეთ: ვიდეოფაქტი: რა მდგომარეობაშია გზები თბილისში