loader

გურჯაანში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმას გეგმავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმას გეგმავდნენ

სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული კობა ზ. და 1968 წელს დაბადებული გივი ნ. ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალაქ გურჯაანში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. მათ წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი ჯავშანმანქანის მოძრაობის განრიგი და მარშრუტი.

სამართალდამცველებმა გივი ნ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ერთჯერადი ხელთათმანები, ნიღბები და კუსტარულად გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება და სასროლად ვარგისია.