loader

აბორტის სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდი შესაძლოა, ხუთ დღემდე გაიზარდოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აბორტის სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდი შესაძლოა, ხუთ დღემდე გაიზარდოს

აბორტის სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდი შესაძლოა, ხუთ დღემდე გაიზარდოს. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომელიც აბორტის სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდს გულისხმობს. მისივე თქმით, ეს ნორმა უმოქმედოა და მათი სურვილია აღნიშნული ნორმის ამოქმედება. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, სამდღიანი წინასწარი გაფრთხილების წესი ხუთ დღემდე გაიზარდოს.

მისივე თქმით, საქართველოში აბორტების რიცხვი ძალიან დიდია. 2012 წელს რეგისტრირებული აბორტების რიცხვმა 40 000 შეადგინა. დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი 4-ჯერ მეტია. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად შემცირებულია შობადობა.

დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრის კონტექსტში დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობას 28%-ით შემცირება ემუქრება. მისივე თქმით, ამავე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა 34%-ით მატულობს, სომხეთის კი 6%-ით. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოსალოდნელია ამიერკავკასიაში დისბალანსი.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დემოგრაფიული საკითხების "30-წლიანი უძრაობა დაიძრა" და საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავიდა, შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.