"თბილისის მერად რომ აგირჩევთ, ბევრი საქმე გექნებათ" - ღარიბაშვილი ნარმანიას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას დედაქალაქის მერიის საბოტაჟად აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. პრემიერი ვარაუდობს, რომ დავით ნარმანიას, თბილისის მერად არჩევის შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.