loader

დონეცკში შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

დონეცკში, ლენინის მოედანზე 13 მარტს, ღამით მომხდარი შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. დონეცკში უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერად მიტინგი გაიმართა, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა. მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის გასაპროტესტებლად, რომელსაც უკრაინის მისამართით ახორციელებს. პარალელურად, მიმდინარეობდა პრორუსული აქციაც.

"ექიმების მონაცემებით, ლენინის მოედანზე გამართული ორი მიტინგის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანი კი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება", - ნათქვამია ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.