loader

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკაზე ტელეფონით არ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკაზე ტელეფონით არ საუბრობს

საქართველოში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას სურვილი არ აქვს, ტელეფონით გაუზიაროს მეგობრებს როგორც თავისი საიდუმლო, ასევე აზრი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართულმა ორგანიზაციებმა სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გასაგებად ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

კვლევა 2013 წლის 3-26 ოქტომბერს ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით, 1918 სრულწლოვანი პირი გამოიკითხა.