loader

მკვლელობა თბილისში: მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე 23 წლის გოგონა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა თბილისში: მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე 23 წლის გოგონა მოკლა

სამართალდამცავებმა თბილისში, 1981 წელს დაბადებული სერგო ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მარტს, საღამოს, თაყაიშვილის ქუჩაზე, 180-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ანა ოვანესიანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.