loader

ნათია ფანჯიკიძე მეუღლის თანადგომაზე - ირაკლი ალასანიას ოჯახური ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნათია ფანჯიკიძე მეუღლის თანადგომაზე - ირაკლი ალასანიას ოჯახური ვიდეო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ნათია ფანჯიკიძე ღია კაფეში ჩიტს საკუთარი ხელით აჭმევს. როგორც თავად განმარტავს, ვიდეო რამდენიმე წლის წინ ირაკლი ალასანიას მიერაა გადაღებული. მინისტრის მეუღლე იქვე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მეუღლის თანადგომასა და ემოციურ ფონზე წერს:

"სანამ ცოლს მოიყვან, უნდა დაფიქრდე, ჩიტოსანი ხომ არაა. ისე, ჩიტოსნობა იმითაა კარგი, რომ მარტო არასდროს არ ხარ, შენი ჩიტები სულ შენთან არიან და ჟღურტულებენ. რამდენიმე წლის წინანდელი ვიდეოა, ძალიან ცუდად ვიყავი, შეიძლება ითქვას, მოვკვდი და გავცოცხლდი (გვირაბი არ მინახავს, შემოვლითი გზით მივდიოდი სამოთხეში), ხოდა ირაკლი, როგორც ჩანს, სტრესში იყო ჩემი მოულოდნელი რესტარტის გამო და მისი ავტორობით ამ პერიოდში შექმნილი ჩემი არსებობის დამადასტურებელი იმდენი ფოტო და ვიდეოდოკუმენტი აღმოვაჩინე (შვილებისთვის ასაწყობებდა სავარაუდოდ), გაივსო საოჯახო ალბომები :))))", - წერს ნათია ფანჯიკიძე.