loader

პარიზელები პირადი ავტომობილით მგზავრობას დღეგამოშვებით შეძლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზელები პირადი ავტომობილით მგზავრობას დღეგამოშვებით შეძლებენ

საფრანგეთის დედაქალაქის მთავრობა პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. ასეთი გადაწყვეტილება ძლიერი სმოგის გამო მიიღეს. ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციამ ნორმას ორჯერ გადააჭარბა.

თუ ვის ექნება გზაზე გასვლის უფლება, ნომრებით განსაზღვრავენ. კენტ დღეებში მოძრაობა მხოლოდ კენტნომრიანი ავტომობილით იქნება შესაძლებელი. ავტომფლობელებს სახლში ავტომობილის დატოვების სტიმულს იმითაც აძლევენ, რომ 14 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა.