loader

"სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა კონფლიქტი დაიწყო" - ჯონ მაკკეინი Fox News-ის ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა კონფლიქტი დაიწყო" - ჯონ მაკკეინი Fox News-ის ეთერში

ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკული Fox News-ი გავლენიან რესპუბლიკელ სენატორს, ჯონ მაკკეინს ესაუბრა. ვიეტნამის ომის ვეტერანი ყირიმის დაბრუნების რეალურ შესაძლებლობას ვერ ხედავს და პარალელებს საქართველოსთანაც ავლებს - აცხადებს, რომ 2008 წელს სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა და დაიწყო კონფლიქტი რუსეთთან.

პასუხად კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი სისხლისღვრა უკრაინის პრემიერის, არსენი იაცენუკის განცხადების შემდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ "გოჯი მიწის დათმობასაც არ აპირებს", მაკკეინმა აღნიშნა: "ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააწყონ მათ სამხედრო თვალსაზრისით. საქართველოში სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა, როცა კონფლიქტი დაიწყო. ახლა იგი ერთობ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა".

წაიკითხეთ სტატია სრულად