loader

რუსული რუბლი და სათამაშო იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული რუბლი და სათამაშო იარაღი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" წევრებმა რუსული ფული და სათამაშო იარაღი დაყარეს.

აქცია-პერფომანსი ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას წინააღმდეგ გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოებაში გონივრული ეჭვი არსებობს, რომ თემურ ალასანია შეინიშნებოდა არა მხოლოდ იარაღით ვაჭრობაში, არამედ ნარკოტიკებთან კავშირშიც და სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა დაიწყოს გამოძიება და საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად ვინ არის თემურ ალასანია.