loader

თბილისის მერიასთან მოშიმშილე მეხანძრეების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერიასთან მოშიმშილე მეხანძრეების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

თბილისის მერიის წინ მოშიმშილე მეხანძრე-მაშველების ოჯახების წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სამსახურში აღადგინონ მეხანძრეები და თანამდებობიდან გადადგეს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე.

აქციას მერიაში გამოეხმაურნენ. როგორც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა მალხაზ კუნელაურმა აღნიშნა, მერია სთავაზობს მეხანძრე-მაშველებს, რვა განთავისუფლებული თანამშრომლიდან, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, ექვსი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, დაბრუნებულ იქნას სამსახურში; დანარჩენმა ორმა თანამშრომელმა კი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

ავტორი: გიორგი დადიანი