loader

"აზერბაიჯანელები? ეს რა, ეროვნებაა?!" - ჟირინოვსკი აზერბაიჯანელებსა და უკრაინელებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აზერბაიჯანელები? ეს რა, ეროვნებაა?!" - ჟირინოვსკი აზერბაიჯანელებსა და უკრაინელებზე

ახლახან, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სხდომის დროს, ფრაქცია ЛДПР-ის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კვლავ უარყოფით კონტექსტში მოიხსენია უკრაინელი ხალხი, აზერბაიჯანელები და ყოფილი საბჭოთა კავშირის შეამდგენლობაში მყოფი რამდენიმე ერის წარმომადგენლები. ყირიმსა და უკრაინაზე საუბრის დროს ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ "სიტყვა "უკრაინა" არასდროს არსად ჟღერდა და უკრაინა რაღაც გაუგებარ ტერიტორიას წარმოადგენს". მისი თქმით, ეს ქვეყანა მე-14 საუკუნიდან იღებს სათავეს და უკრაინელიები რუსულად "განაპირას მცხოვრებ" ხალხად ითარგმნება. გამოსვლის დროს ჟირინოვსკი აზერბაიჯანელებსაც შეეხო. მისი თქმით, არ არსებობს ეროვნება "აზერბაიჯანელი" და ეს დასახელებაც თარგმანში "კასპიის ზღვასთან მცხოვრებს" ნიშნავს.