loader

ყირიმის რეფერენდუმის შედეგებით რუსეთი ხაფანგში მოექცა - მამუკა არეშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყირიმის რეფერენდუმის შედეგებით რუსეთი ხაფანგში მოექცა - მამუკა არეშიძე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ყირიმში განვითარებულ მოვლენებსა და ჩატარებულ რეფერენდუმს აფასებს.

როგორც ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში მამუკა არეშიძემ განაცხადა, ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, რუსეთი მოულოდნელად აღმოჩნდა ხაფანგში, ვინაიდან რეფერენდუმამდე სამი დღით ადრე ვაჭრობის თემა იყო, რომ ყველა მხარეს თავისი სახე უნდა შეენარჩუნებინა.

"რუსეთს ისეთი ქმედება სჭირდებოდა, რომელიც მას სახეს შეუნარჩუნებდა. დღეს რუსეთი რომ წავიდეს დათმობაზე, რომ ყირიმი დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლობა გაიზარდოს, გარანტორი რუსეთი გახდეს, სახელმწიფო ენად გამოცხადდეს რუსული ენა, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ამას უკვე ყირიმელები ვერ გაიგებენ და ვერ გაიგებენ ვერც რუსები, რომლებიც აყოლილნი არიან აჟიოტაჟს, თითქოს მართლაც რაღაც წაართვეს. მაოცებს ის, რომ სტავროპოლიდან პანჩურით ყრიან რუსი ეროვნების მოქალაქეებს ჩეჩნები და დაღესტნელები, აფხაზეთში რუსეთის ელჩის, გრიგორიევის მაგიდაზე დევს ოთხი ათასი განცხადება ეროვნებით რუსისა, რომლებიც თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან გაყარეს, ის არავის  ახსენდება და სხვის ტერიტორიაზე იცავენ თავიანთი მოქალაქეების უფლებებს." - დასძინა არეშიძემ.

ნახეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად