loader

კახეთში ე.წ. მაზავშიკი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში ე.წ. მაზავშიკი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ფირუზ ნ. რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფირუზ ნ. მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მოქალაქეებს და სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით, უკანონოდ იღებდა ფსონებს ხელზე, რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფირუზ მ. გურჯაანში დააკავეს.

Man detained for receiving illegal bets in Kakheti  - Watch video on georgianews.ge-ზე