loader

ავღანეთში, ბაზა "ლეზერნეკზე" ქართველ სამხედროთა მორიგი ნაკადი გაემგზავრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში, ბაზა "ლეზერნეკზე" ქართველ სამხედროთა მორიგი ნაკადი გაემგზავრა

ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედროების ავღანეთში, ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი. 

23-ე ბატალიონი, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "ლეზერნეკზე" ჩაანაცვლებს. ბატალიონი მისიაში მონაწილეობას უკვე მეორედ მიიღებს. ISAF-ის ოპერაციაში ქვედანაყოფის სამხედროები პირველად 2012 წელს მონაწილეობდნენ და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.