loader

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველო დაგეგმილზე ორი თვით ადრე მოაწერს ხელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველო დაგეგმილზე ორი თვით ადრე მოაწერს ხელს

ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ჩათვლით, არაუგვიანეს ივნისამდე მოეწერება ხელი.

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისისა მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ twitter-ზე, საკუთარ გვერდზე დაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.