loader

ხაშურის და მიმდებარე სოფლების 205 მცხოვრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურის და მიმდებარე სოფლების 205 მცხოვრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ამჯერად ხაშურში გამართეს.

აქციის ფარგლებში ხაშურისა და მიმდებარე სოფლების 205 მცხოვრები გამოიკვლიეს. ადგილობრივებს სხვადასხვა მიმართულების 630 სამედიცინო კონსულტაცია ჩაუტარდათ. პაციენტებს საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცათ.

საპატრიარქოს კლინიკის ექიმები საქართველოს რეგიონებში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩადიან, სადაც მოსახლეობას საშუალება ეძლევა, საჭირო კონსულტაცია და სამედიცინო სერვისი მიიღოს.