loader

ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია შსს-ში - სპეციალისტების შეფასებები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია შსს-ში - სპეციალისტების შეფასებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. უწყებაში ე.წ. ბიოს მოხმარების წინააღმდეგ საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო რგოლების პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები დაესწრნენ.
ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირებაა.