loader

უადგილო პარკირება თბილისში და "საცალფეხო ბილიკი" ტროტუარებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უადგილო პარკირება თბილისში და "საცალფეხო ბილიკი" ტროტუარებზე

მუდმივად გადატვირთულ მოძრაობას და მრავალრიცხოვან ავტომობილებს თბილისი უკვე შეეჩვია. მოძრაობის წესებს ქვეითად მოსიარულეებიც და მძღოლებიც თითქმის თანაბრად არღვევენ: თუ ქვეითები გადატვირთულ საავტომობილო გზაზე სიარულს არ ერიდებიან, არც მძღოლები რჩებიან "ვალში" და ტროტუარებზე პარკირებული მანქანებით "საცალფეხო ბილიკს" უტოვებენ გამვლელებს.

თბილისში ძნელად თუ ნახავთ ტროტუარს, სადაც ავტომობილები არ დგას. ადგილის სიმცირის გამო ქვეითად მოსიარულეებს ტროტუარიდან საავტომობილო გზაზე გადასვლა უწევთ. "პალიტრა ტვ"-ის გადამღებმა ჯგუფმა თბილისში რამდენიმე ასეთი ადგილი გადაიღო. ვიდეოფაქტები გამსახურდიას და ჭავჭავაძის გამზირებიდან და შარტავას ქუჩიდან, სადაც ტროტუარებზე უამრავ ავტომობილს შეხვდებით.

ასევე იხილეთ:

რა მდგომარეობაშია გზები თბილისში
თბილისური ექსტრიმი: "მორბენალი ქვეითები"

ავტორები: ელენე ცინცაძე, გიგა ხურცილავა


Cars parked on ‘No Parking’ places in Tbilisi - Watch video on georgianews.ge