loader

ქაიროს უნივერსიტეტში "გამომწვევად" ჩაცმულ ქალს მამაკაცები თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაიროს უნივერსიტეტში "გამომწვევად" ჩაცმულ ქალს მამაკაცები თავს დაესხნენ

ქალი, რომელმაც ქაიროს უნივერსიტეტის კამპუსში "გამომწვევად" ჩაცმულმა გაბედა გავლა, სტუდენტების დაცინვისა და თავდასხმის ობიექტი გახდა. ახალგაზრდა მამაკაცები, რომელთა შორის მომავალი იურისტებიც იყვნენ, ვარდისფერ მაისურსა და ტანზე მოტმასნილ ჯინსებში გამოწყობილ ქერა ქალს სტვენით და უხამსი შეძახილებით შეხვდნენ. ზოგიერთი მათგანი მისთვის ტანსაცმლის შემოხევასაც კი შეეცადა.

უნივერსიტეტის დეკანის განცხადებით, სტუდენტების საქციელი ქალის "გამომწვევმა" ჩაცმულობამ გამოიწვია, თუმცა მისი განცხადებით, ის ახალგაზრდების ქმედებას არ ამართლებს.