loader

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დაკითხვების გამო მერიაში მუშაობა ფერხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დაკითხვების გამო მერიაში მუშაობა ფერხდება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე ქალაქის მთავრობის წარმომადგენლების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს. აბესაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მრავალსაათიანი დაკითხვების გამო უკვე ორი დღეა თბილისის მთავრობის სხდომა ვერ ტარდება.

აბესაძის ინფორმაციით, დღეს საგამოძიებო სამსახურში თბილისის მერის მოადგილე დავით ნინიძე, სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილე ბაჩო აბულაძე, გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე და მერიის სხვა წარმომადგენლები არიან დაბარებულნი. აბესაძის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს კითხვები "სითი პარკსა" და "სინათლის ქალაქთან" დაკავშირებით აქვს.