loader

"ევრაზიული არჩევანის" ტელეხიდს მოქალაქეები ხმაურით აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევრაზიული არჩევანის" ტელეხიდს მოქალაქეები ხმაურით აპროტესტებენ

გრიბოედოვის თეატრის უკან "ევრაზიული არჩევანის" ტელეხიდს მოქალაქეები აპროტესტებენ.  აქციის მონაწილეებმა სტვენა დაიწყეს. მათ გამოფინეს საქართველოს, უკრაინისა და ამერიკის დროშები და "ევრაზიული არჩევანის" ტელეხიდის მონაწილეთა მისამართით სკანდირებდნენ: "მონებო".

ორგანიზაცია "ევრაზიული არჩევანი" დღეს მოსკოვთან ტელეხიდს მართავს, სახელწოდებით - "ევრაზიული არჩევანი 2014". ღონისძიებაზე ჟურნალისტებს მხოლოდ პირადობის მოწმობისა და ჟურნალისტის მოწმობის წარდგენის შემდეგ უშვებენ.

გთავაზობთ ფრაგმენტს აქციის ამსახველი კადრებიდან, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ადგილიდან
მოგვაწოდა.