loader

ძველი თბილისის შემორჩენილი ნაშთები - ცნობილი ორთაჭალის აბანოები დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძველი თბილისის შემორჩენილი ნაშთები - ცნობილი ორთაჭალის აბანოები დღეს

იყო დრო, როდესაც ორთაჭალა თბილისის მთავარ კულტურულ ოაზისად მიიჩნეოდა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე ისტორიაა და XIX საუკუნის თბილისის საკუთრებად დარჩა.

ხანდაზმულმა თბილისელებმაც არ იციან, რეალურად სად მდებარეობდა ორთაჭალის ბაღი თავისი ცნობილი დუქნებით, აბანოებით, სასტუმროებითა და საროსკიპოებით.

თუმცა ორთაჭალაში არსებობს ადგილი, სადაც შემორჩენილია მე-19 საუკუნის თბილისური ბოჰემის ნაშთები. ეს ტერიტორია რიგითი გამვლელებისგან თვალს მოფარებულია. 

ორთაჭალა ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული უბანია. ის მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. წინათ, თურმე, ქალაქის სამხრეთით, ვიწრო კალაპოტიდან განთავისუფლებული მტკვარი იტოტებოდა და წარმოშობდა დიდ კუნძულს - ჭალაკს, რომელიც სიგრძით დაახლოებით 852 მეტრი და სიგანით 640 მეტრი იყო.

დღეს უკვე აღარც ორთაჭალის კუნძული არსებობს, აღარც მისი ბაღები. შემორჩენილ ნაშთებს მოვლა-პატრონობა და ყურადღება ესაჭიროება. ეს ადგილი ჩვენი დედაქალაქის ისტორიაა. მზრუნველი ხელი აქაურობას წალკოტად აქცევდა და თბილისში ჩამოსული ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გახდიდა.