loader

უკრაინის საკითხზე ობამა-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის საკითხზე ობამა-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრებიდან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, როგორც ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს კრიზისისადმი თავშეკავებულ და მის განსამუხტად მიმართულ მიდგომას. მისივე თქმით, უკრაინა წინ მიიწევს საკონსტიტუციო რეფორმებისა და დემოკრატიული არჩევნებისკენ.

"პრეზიდენტმა ობამამ რუსეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და თავი აარიდოს მომავალ პროვოკაციებს, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების განთავსებას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ი აგრძელებს დიპლომატიური კურსის მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციებით და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრიზისის დეესკალაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი”