loader

"მე და ჩემი შვილიც ვართ ოჯახი" - "იდენტობის" აქცია კანცელარიასთან და მათი მოწინააღმდეგეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე და ჩემი შვილიც ვართ ოჯახი" - "იდენტობის" აქცია კანცელარიასთან და მათი მოწინააღმდეგეები

მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში დაახლოებით 10 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. როგორც "იდენტობის" ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ განაცხადა, ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა.

"იდენტობის" აქციის პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან მათი მოწინააღმდეგეების 10-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. როგორც "იდენტობის" მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი არიან მართლმადიდებლები და "იდენტობა" ვერასოდეს ეღირსება ქართველი ხალხისგან სოლიდარობას. კანცელარიასთან მობილიზებული იყო პოლიცია, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს "იდენტობის" წევრების გარშემო.

ასევე იხილეთ: ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობაა