loader

თოვლი და 6 ბალიანი შტორმი ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოვლი და 6 ბალიანი შტორმი ბათუმში

ბათუმში დილიდან თოვდა, რასაც ძლიერი ქარბუქი მოჰყვა. შავი ზღვის აჭარის სანაპიროებზე 6 ბალიანმა შტორმმა მპრობლემები შექმნა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა, ძლიერმა ტალღებმა ბულვარის საფეხმავლო ბილიკებზე ზღვის გრუნტი გამორიყა.

მისივე განმარტებით, თოვას ბათუმში გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეუქმნია, ტემპერატურა კი +1 გრადუსამდე დაეცა.
აჭარის მაღალმთიან რეგიონებში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდეა. უამინდობამ ხულოში, შუახევსა და ქედაში მეწყერული პროცესები გამოიწვია. სამაშველო სამსახურის განცხადებით, ქედაში, სოფელ ბალაძეებში ზოიძეების სახლი მეწყერმა გაანადგურა.