loader

ირაკლი ალასანიამ ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. ჰოლანდიელ კოლეგას, ჯენინ ჰენის-პლასჩერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.

ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

დღესვე ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ჯენინ ჰენის-პლასჩერტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

Defence Minister of the Netherlands is in Georgia Watch video on georgianews.ge