loader

კადრები, რომლებიც ყარს - ვიდეოფაქტები თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომლებიც ყარს - ვიდეოფაქტები თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები საკმაოდ ბევრია, თუმცა ქვეითად მოსიარულეები საავტომობილო გზაზე გადასვლას ამჯობინებენ, რითაც თავს საფრთხეში იგდებენ. ამ საქციელს შესაძლოა ერთადერთი "გამართლება" მოვუძებნოთ - ის, რაც ბევრ მიწისქვეშა გადასასვლელში ხდება, კრიტიკას ვერ უძლებს. პირველი, როცა ე.წ. პადზემკაში ჩადიხარ, გრძნობ საშინელ სუნს, თუმცა ჯერ ვერაფერს ხედავ უბრალო მიზეზის გამო - იქ სიბნელეა.

ანტისანიტარია, შარდის გუბეები, დაყრილი ბოთლები, ქაღალდები, საბურავები - ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო "რედისონის" წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, ასეთ "მარგალიტებს" მრავლად წააწყდებით. არანაკლები სიბინძურეა რუსთაველის გამზირზე კიდევ რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში. ანტისანიტარიით "განთქმულია" გმირთა მოედანზე მდებარე გადასასვლელიც. "პალიტრა ტვ" ვიდეოფაქტებს სწორედ ამ ადგილებიდან გთავაზობთ.

ავტორები: ელენე ცინცაძე, გიგა ხურცილავა

ასევე იხილეთ:

ნასუფრალი თბილისური კორპუსის ეზოში

ვიდეოფაქტი: "ნაგვის ხეები" თბილისში

თბილისური ექსტრიმი: "მორბენალი ქვეითები"

Tbilisi underground unsanitary – bottles, paper scraps, urine puddles - Watch video on georgianews.ge