loader

აუტისტი ბავშვები განათლების მინისტრს საკუთარი ხელით გამომცხვარი ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აუტისტი ბავშვები განათლების მინისტრს საკუთარი ხელით გამომცხვარი ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, 166-ე საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესტუმრა. საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასია გახსნილი, სადაც 10-მდე ბავშვი სწავლობს. მინისტრმა პატარებს საჩუქრები გადასცა, ბავშვები კი თამარ სანიკიძეს საკუთარი ხელით გამომცხვარი ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

ასევე იხილეთ: პატარები განსხვავებული სამყაროთი - აუტიზმი და თერაპია თამაშებით