loader

"გამოუშვი ერთი, რისი გამკეთებელია" - ხმაური პარლამენტში და გინება ჟურნალისტის მისამართით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოუშვი ერთი, რისი გამკეთებელია" - ხმაური პარლამენტში და გინება ჟურნალისტის მისამართით

პარლამენტის სხდომაზე დაწყებული კამათი სხდომის დარბაზთან გაგრძელდა. უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აკაკი ბობოხიძემ, ომარ ნიშნიანიძემ და გია გაჩეჩილაძემ სხდომათა დარბაზში დაწყებული კამათი დარბაზის გარეთ გააგრძელეს.

ხმაური დეპუტატ გია გაჩეჩილაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სხდომის დროს პრეტენზიები გამოთქვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, რასაც უმცირესობის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. შელაპარაკება დეპუტატებს შორის დერეფანშიც გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილნი. ერთ-ერთი ჟურნალისტის მისამართით დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ შეიგინა, რასაც დანარჩენი დეპუტატების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ავტორი: ირაკლი აკობია

ასევე იხილეთ: "ეს ბანდიტები! ეს გათახსირებულები!" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში