loader

ბაიკერმა მანქანას ააცილა და გზიდან გადავარდნილი რამდენჯერმე ამოტრიალდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაიკერმა მანქანას ააცილა და გზიდან გადავარდნილი რამდენჯერმე ამოტრიალდა

დიდ ბრიტანეთში ჩეშირის დაბლობებზე ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გზა გადის, რომელსაც "კატისა და ვიოლიონოს გზა" ჰქვია. მაგრამ ამავე დროს ის ყველაზე სახიფათო გზად ითვლება ევროპაში, რადგან აქ უამრავი ავარია მომხდარა. მათ რიცხვს ცოტა ხნის წინ ერთიც შეემატა - თავზე კამერადამაგრებული ბაიკერი ჯეკ სანდერსონი დიდი სიჩქარით მიქროდა გზატკეცილზე. ამ დროს შემხვედრი მანქანა გამოჩნდა. შეჯახებას რომ ასცდენოდა, ბაიკერი გზიდან გადავიდა და გადატრიალდა. სხვების გასაფრხილებლად, ვინც მსგავსი "გმირობის" ჩადენას გადაწყვეტს, სანდერსონმა ავარიის ვიდეო თვითონ ატვირთა ინტერნეტში.