loader

8 წლის გოგონა სნეულებს ლოცვით კურნავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 წლის გოგონა სნეულებს ლოცვით კურნავს

ბრაზილიაში მცხოვრები 8 წლის ალან სანტოსის სანახავად ხალხის ნაკადი არ წყდება. გოგონა ავადმყოფებს კურნავს. ადგილობრივების თქმით, პატარა გოგონა ნამდვილ სასწაულებს ახდენს და ისეთ სნეულებებსაც კი კურნავს, როგორიც არის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სიმსივნე. სანტოსი მამასთან ერთად ფაველაში მდებარე ეკლესიაში მოღვაწეობს. როგორც მამამისი, პასტორი ადაუტო სანტოსი ამბობს, როგორც კი ბავშვი ავადმყოფს ხელით ეხება, პაციენტი მიწაზე უგონოდ ეცემა და შოკში ვარდება. კვირაში ორჯერ ნებისმიერ ადგილობრივს შეუძლია, მივიდეს ეკლესიაში და ჰქონდეს იმედი, რომ განიკურნება.

ალანი 2 წელია ხალხს ეხმარება. როდესაც გაიზრდება, ექიმობას აპირებს. "მე ვლოცულობ, ღმერთი კი სასწაულებს სჩადის", - ამბობს გოგონა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე