loader

შსს-მ აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული 22 წლის მამაკაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ აფთიაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული 22 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნიკოლოზ ნ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე "ჯი-პი-სი"-ის აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც დანის მუქარით 500 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. თანხის ნაწილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ღაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).