loader

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან ვანო მერაბიშვილის პლაკატი ჩამოხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან ვანო მერაბიშვილის პლაკატი ჩამოხსნეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადიდან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხსნეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეებმა პლაკატი რამდენჯერმე წითელი საღებავებით დასვარეს და კედელზე ლაქები კვლავ რჩება.

პარტიის ოფისის ფასადზე მერაბიშვილის პლაკატის ნაცვლად, რამდენიმე დღეში სავარაუდოდ, საარჩევნო პლაკატი განთავსდება.

ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პლაკატი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადზე მას შემდეგ განთავსდა, რაც ვანო მერაბიშვილი დააკავეს. პლაკატზე იყო წარწერა: "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს".

ასევე იხილეთ: "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ვანო მერაბიშვილის პლაკატს წითელი საღებავი შეასხეს


Merabishvili’s poster removed from the National Movement office facade - Watch video on georgianews.ge