loader

შემზარავი კადრები ბაგა-ბაღიდან, სადაც აღმზრდელები პატარებს არაადამიანურად ეპყრობიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი კადრები ბაგა-ბაღიდან, სადაც აღმზრდელები პატარებს არაადამიანურად ეპყრობიან

ერთი შეხედვით, ამ ვიეტნამურ ბაგა-ბაღში ყველაფერი რიგზეა: დილით მშობლები შვილებს ახალგაზრდა მასწავლებლებს აბარებენ. კადრებში სუფთად ჩაცმული, დავარცხნილი და მოწესრიგებული პატარები ჩანან. თუმცა შიგნით ყველაფერი იცვლება. ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რა არაადამიანურად ექცევიან აღმზრდელები 1-4 წლის პატარებს. ეს შოკისმომგვრელი კადრები ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლებმა 2013 წელს გადაიღეს ფარულად, მას შემდეგ, რაც ბაღიდან დაბრუნებულ პატარას სხეულზე სილურჯეები შენიშნეს.

ყელსა და ცხვირზე ხელის მოჭერა, გამეტებით ცემა სახეში და ტანზე, იძულებით კვება - ეს ის "აღმზრდელობითი" მეთოდებია, რომლებსაც ვიეტნამის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში მასწავლებლები იყენებენ. უცნობია, რა ბედი ეწიათ მოძალადე პედაგოგებს ან ფუნქციონირებს თუ არა ჯერ კიდევ ბაგა-ბაღი.

იხილეთ:

ძიძა ცხრა თვის ბავშვს სასტიკად სცემს (+18)

პოლიცია ეძებს სადისტ დედას, რომელმაც შვილი ქუჩაში უმოწყალოდ სცემა

მშობლებმა ფარული კამერით შვილის მომვლელის სასტიკი საქციელი გადაიღეს